მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი-თეირანს შორის რეგულარული ფრენები იწყება

617ff14f72a7e
მარიამ ვარადაშვილი
01.11.21 19:30
679
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ირანული ავიაკომპანიები Zagros Airlines-ი და Qeshm Airlines-ი საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებენ. რეგულარული ფრენები ორივე ავიაკომპანიის მიერ თეირანი - თბილისი - თეირანის საჰაერო ხაზზე შესრულდება.

სააგენტოს ცნობითვე, Zagros Airlines-ის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, რეისები თბილისსა და თეირანს შორის დღეიდან, კვირაში 2 სიხშირით შესრულდება.

“რაც შეეხება Qeshm Airlines-ს, სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ზამთრის სანავიგაციო სეზონზე დაუმტკიცდა მოთხოვნილი 7 სიხშირე, რომელთა ათვისებასაც Qeshm Airlines-ი ეტაპობრივად გეგმავს. კერძოდ, ავიაკომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 ნოემბრის ჩათვლით რეისები შესრულდება კვირაში 2 სიხშირით, 15 ნოემბრის შემდეგ კი, კვირაში 4 სიხშირით. ყოველდღიურ ოპერირებაზე გადასვლას Qeshm Airlines-ი სეზონის მიმდინარეობისას განიხილავს,” - აცხადებენ სააგენტოში.