მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის 11 ქუჩას საზოგადო მოღვაწე ქალების სახელები მიენიჭა

64218ff2455ce
BM.GE
27.03.23 17:00
778
თბილისის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც ქუჩებისთვის გენდერული სპეციფიკის გათვალისწინებით სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე ქალების სახელების მინიჭების ინიციატივები განიხილეს.

ხელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე, ნინო ვარდოსანიძის განცხადებით, კომისიის მარტის თვის სხდომაზე ქალაქის ურბანულ გარემოში გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის გატარების მიზნით განიხილება თბილისში ათი ქუჩისთვის იმ ქალ სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეთა სახელების მინიჭების საკითხი, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს სხვადასხვა სფეროს განვითარებაში და რომელთა ღვაწლიც გარკვეულწილად მივიწყებულია ფართო საზოგადოებისათვის.

კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის ქუჩებს შეემატება:

პირველი ქალი დიპლომატის, რუსუდან მიქელაძის ქუჩა.

პირველი ქალი ინჟინრის, ბარბარე ბაირამაშვილის ქუჩა.

პირველი ქალი მეზღვაურის, იულია ფაილოძის ქუჩა.

ერთ-ერთი პირველი ქალი მფრინავის, ნინა ხუბულავას ქუჩა.

ერთ-ერთი პირველი ქალი მფრინავის, ნინა ჟორდანიას ქუჩა.

კალიგრაფ გადამწერის, მანანა ზედგინიძის ქუჩა.

ექიმისა და მეცნიერის, ბარბარე ყიფიანის ქუჩა.

რეპრესირებული პოეტის, მარიამ აბრამიშვილის ქუჩა.

მსახიობ თამარ ჭავჭავაძის ქუჩა.

მსახიობ ცეცილია წუწუნავას ქუჩა.

ევროპის მასშტაბით პირველი და ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი მშვილდოსნის, ქეთევან ლოსაბერიძის ქუჩა.