11.დეკემბერი.2015 11:13
ეკონომიკა

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 815 მილიონ 900 ათასი ლარით განისაზღვრა

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 815 მილიონ 900 ათასი ლარით განისაზღვრა
საკრებულოში თბილისის 2016 წლის ბიჯეტის დაზუსტებული პროექტი შევიდა. თბილისის მერიის ცნობით, დაზუსტებულ პროექტში თბილისის საკრებულოს რეკომენდაციები, უმრავლესობასთან კონსულტაციების შედეგად, შეძლებისდაგვარად იქნა გათვალისწინებული.
 
თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 815 მლნ. 900 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2015 წლის თავდაპირველად დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებთან მიმართებაში, რომელიც შეადგენდა 735 მლნ. 700 ათას ლარს, გაზრდილია 80 მლნ. 200 ათასი ლარით.

მერიის ცნობით, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში კვლავ პრიორიტეტებად რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, გამწვანების ღონისძიებები:

ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2016 წელს განსაზღვრულია 271 მლნ. ლარი, რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (210 მლნ.) 61 მლნ. ლარით მეტია. ამასთან, 13 ნოემბერს საკრებულოში წარდგენილი ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან შედარებით, გაიზარდა ისეთი პროექტების დაფინანსება, როგორიცაა:

• გზების მოვლა-შეკეთება რაიონებში - 2 მლნ. 600 ათასი ლარით;
• ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების გამაგრება - 3 მლნ ლარით;
• კეთილმოწყობის ღონისძიებები რაიონებში - 4 მლნ ლარით.

ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე გამოყოფილია 214 მლნ. 300 ათასი ლარი, რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (205 მლნ.) 9 მლნ. 300 ათასი ლარით მეტია.

25.აპრილი.2019 18:00
15

Ge.Domains - პირველი Cloudflare-ის სერთიფიცირებული პარტნიორი საქართველოში

ვრცლად
25.აპრილი.2019 17:35
131

საპენსიო სააგენტო "ევროპული საქართველოს" იმ წევრებს პასუხობს, რომელთაც სისტემა დატოვეს

ვრცლად
25.აპრილი.2019 17:15
71

ზურაბ ჭიაბერაშვილმა კოლეგებთან ერთად საპენსიო სისტემა დატოვა: ხაფანგიდან გამოვედი

ვრცლად
25.აპრილი.2019 16:02
48

ყირგიზეთის დელეგაცია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და "საქაერონავიგაციის" გამოცდილებას გაეცნო

ვრცლად
25.აპრილი.2019 15:55
97

საქართველოს საკრედიტო ბაზარზე ევროს მიმზიდველობა იზრდება

ვრცლად
25.აპრილი.2019 15:23
97

აღდგომის დღეებში "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრების მუშაობის განრიგი

ვრცლად