მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის აეროპორტიდან სატვირთო გადაზიდვები მცირედით გაიზარდა

632c60242fb0d
მარიამ ვარადაშვილი
22.09.22 18:07
571
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, იანვრიდან-აგვისტოს ჩათვლით საქართველოს აეროპორტები ჯამში 11 454.166 ტონა ტვირთს მოემსახურა, რაც 0,38%-ით აღემატება 2021 წლის 8 თვის მაჩვენებელს (11 411.107 ტონა).

საქართველოს ავიაბაზარზე მოქმედ სატვირთო კოპანიებში კვლავ Turkish Airlines და CARGOLUX AIRLINES ლიდერობენ.

ლიდერი ავიაკომპანიების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

TURKISH A/W – 2 547.785 ტონა
CARGOLUX AIRLINES – 1 543.131 ტონა
GEORGIAN AIRLINES – 977.969 ტონა
FLY PRO – 688.253 ტონა
MYWAY AIRLINES – 407.616 ტონა

ცნობისთვის, 2021 წელს სატვირთო გადაზიდვები 8.4%-ით შემცირდა. გასულ წელს ჯამში 18 376 ტონა ტვირთი იქნა გადაზიდული, მაშინ როცა 2020 წელს ეს მაჩვენებელი 20.052 ტონას შეადგენდა.