მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის აეროპორტში 304 არადეკლარირებული მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს

5e4ea8a7b1e6d
BM.GE
20.02.20 19:50
912
თბილისის აეროპორტში 304 არადეკლარირებული მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"20 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული მობილური ტელეფონები (ჯამში 304 ცალი) აღმოაჩინეს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 48,770.08 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა", – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.