19.აპრილი.2016 17:46
ეკონომიკა

თბილისის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია 11 კვირაში დასრულდება

თბილისის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია 11 კვირაში დასრულდება
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
 
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება განახლებული და მოდერნიზებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები, რომელიც აღიჭურვება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი შუქ-ტექნიკური საშუალებებით. ასაფრენი ზოლისა და შესაბამისი სააეროდრომო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მეტი ავიაკომპანიის მოზიდვასა და ტურისტული მგზავრთნაკადის გაზრდას. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია 11 კვირაში უნდა დასრულდეს.

სამიმოსვლო ბილიკის 200 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე დაგებულია 22 მეტრის სიგანის, ასფალტის პირველი ანუ შემასწორებელი ფენა;

სამიმოსვლო ბილიკის „ჩარლის“ დანარჩენ მონაკვეთზე მიმდინარეობს არსებული საფარის მოფრეზვის და მოსამზადებელი სამუშაოები, რომლის შემდგომაც მოხდება დანარჩენ მონაკვეთზე ასფალტის გადაგება.

ასაფრენ/დასაფრენი ზოლის 13R კურსით დაგებულია 560 მეტრი სიგრძის და 60 მეტრის სიგანის პირველი ანუ შემასწორებელი ფენა.

ასაფრენ/დასაფრენი ზოლის ორივე მხარეზე (13R კურსით) მოეწყო საჰაერო ხომალდების მოსაბრუნებელი ადგილები.

აღნიშნულ პროცესს ზედამხედველობას უწევს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ტექნიკური კონსულტანტი, რაც, ვიცე-პრემიერის განცხადებით, არის რეალური გარანტია იმისა, რომ სამუშაოები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდება მაღალი ხარისხით და IATA-ს სტანდარტებით. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, კომპანიები „ტავი“ და „ბლექსი ჯგუფი“ იღებენ ვალდებულებას, რომ დაგეგმილი სამუშაოები დროულად და სათანადო ხარისხით შესრულდება.

23.აპრილი.2019 00:01
615

„სად წავა წყალი - ტურბინას გაივლის და ისევ კალაპოტში ჩადის... არც პანკისის ხეობას ემუქრება საფრთხე“

ვრცლად
22.აპრილი.2019 23:20
254

ანაკლიის პორტის პროექტი პრორუსული დეზინფორმაციის ეპიცენტრში

ვრცლად
22.აპრილი.2019 23:10
1105

„დაისვას კითხვა - რატომ აშენებენ განვითარებული ქვეყნები ჰესებს?“, - ენერგეტიკოსის მოსაზრება

ვრცლად
22.აპრილი.2019 23:00
68

გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე: არიან ექსპერტები, რომლებიც არასწორ განმარტებებს აკეთებენ

ვრცლად
22.აპრილი.2019 22:20
67

მარტში ელექტროენერგიის მოხმარება 2.5%-ით გაიზარდა

ვრცლად
22.აპრილი.2019 22:00
92

"აუდიტორულ კომპანიებთან ერთად საგადასახადო ადმინისტრირების დახვეწაზე ვიმუშავებთ"

ვრცლად