06.აპრილი.2016 10:00
ეკონომიკა

თბილისის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია 12 კვირაში უნდა დასრულდეს

თბილისის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია 12 კვირაში უნდა დასრულდეს
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება განახლებული და მოდერნიზებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები, რომელიც ასევე აღიჭურვება საერთაშორისო სატანდარტებთან შესაბამისი შუქ-ტექნიკური საშუალებებით. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია 12 კვირაში უნდა დასრულდეს.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ის ყოველ კვირა ჩაიბარებს ანგარიშს კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი კომპანიებისგან სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. მისი თქმით, აღნიშნულ პროცესს ზედამხედველობას უწევს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ტექნიკური კონსულტანტი, რაც, ვიცე-პრემიერის განცხადებით, არის რეალური გარანტია იმისა, რომ სამუშაოები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდება მაღალი ხარისხით და IATA-ს სტანდარტებით. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, კომპანიები "ტავი" და "ბლექსი ჯგუფი" იღებენ ვალდებულებას, რომ დაგეგმილი სამუშაოები დროულად და სათანადო ხარისხით შესრულდება.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 28 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას" და შპს "ტავ-ურბან საქართველოს" შორის ხელი მოეწერა 2005 წელს დადებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის კონცესიის ხელშეკრულების (Build Operate Transfer – BOT) განახლებულ ვარიანტს.

შპს "ტავ-ურბან საქართველოს" თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მართვაში გადაეცა 2027 წლამდე.

18.ივლისი.2019 12:46
245

„სტრასბურგმა საქართველოს 50,000 ევროს გადახდა დააკისრა“ - წულუკიანი ე.წ. „კორტების საქმეზე“

ვრცლად
18.ივლისი.2019 12:03
354

მთავრობა ქარის ელექტროსადგურის 100%-იან წილს ყიდის

ვრცლად
18.ივლისი.2019 11:17
67

,,მნიშვნელოვანია, უშუალოდ მოსახლეობისგან მივიღოთ ინფორმაცია მომავალი პროექტების განხორციელების თაობაზე“

ვრცლად
18.ივლისი.2019 10:47
505

“ფორსაჟი 9”-ის ეპიზოდის საქართველოში გადაღებაზე ჰოლივუდი 31 მლნ-მდე ლარს დახარჯავს

ვრცლად
18.ივლისი.2019 09:40
1209

ვიცემერი: რუსთავამდე მიწისზედა მეტროს მშენებლობა 2020 წელს დაიწყება

ვრცლად
18.ივლისი.2019 09:00
338

„თუ არ იქნება იაფიანი კრედიტები და სახელმწიფოსგან ხელშეწყობა, ეს ქვეყანა თავისით ვერ განვითარდება"

ვრცლად