მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის აეროპორტში ავიარეისები 95%-ით, ხოლო ქუთაისში 72%-ით აღდგა - სააგენტო

610a9361611bc
ინგა მურუსიძე
04.08.21 20:00
1426
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც BM.GE-ს სააგენტოდან აცნობეს, მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს 32 ავიაკომპანია 24 ქვეყნის 37 მიმართულებით;

ამასთან, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღდგენილია ავიარეისების 76%-ი (230-240 სიხშირე კვირაში), ხოლო საჰაერო მიმართულებების 95%-ი; საჰაერო მიმოსვლის აღდგენის დინამიკა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში:

გარდა ამისა, მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს 3 ავიაკომპანია 12 ქვეყნის 21 მიმართულებით;

„2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღდგენილია ავიარეისების 80%-ი (55-60 სიხშირე კვირაში), ხოლო საჰაერო მიმართულებების 72%-ი“, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.