მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის აეროპორტში ახალი კვების ობიექტი Tikerdaze გაიხსნა

627a5b684fe99
BM.GE
10.05.22 19:48
1977
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში ახალი კვების ობიექტი Tikerdaze გაიხსნა. ლოფტის ტიპის კაფე/რესტორანი მგზავრებს სხვადასხვა სახეობის ქართული და უცხოური კერძების ფართო არჩევანს შესთავაზებს. TAV Airports-ის შვილობილმა კომპანია BTA-მ აღნიშნული კვების ობიექტის მოწყობაში 500 000 დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

თეა ზაქარაძე, ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი - მგზავრებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა კვლავ ჩვენს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გავხსენით ახალი კვების ობიექტი, რომელიც აეროპორტისთვის ახალი კონცეფტია. აგვისტოში, გაფრენის დარბაზში გაიხსნება საერთაშორისო ბრენდ Costa Coffee-ის პირველი ობიექტი საქართველოში. სიახლე გვაქვს ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც, სადაც მაისის ბოლოდან ფუნქციონირებას დაიწყებს ახალი კვების ობიექტი. სამივე კვების ობიექტის საინვესტიციო თანხა 1 000 000 ევროს შეადგენს.



BTA, TAV Airports-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც თავისი სერვისებით 8 ქვეყნის 17 აეროპორტშია წარმოდგენილი. წლის განმავლობაში კომპანია 40 მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურება.

(NS)