მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით ოქროს არადეკლარირებული ნაკეთობები გამოვლინდა

5df345720d3a6
BM.GE
13.12.19 11:59
644
თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით ოქროს არადეკლარირებული ნაკეთობები გამოვლინდა. 

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ერთ-ერთი მოქალაქის ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, 181870.57 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (1205.86 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა", – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.