05.დეკემბერი .2022 12:19

თბილისის აეროპორტში ნოემბერში მგზავრთნაკადმა პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა

თბილისის აეროპორტში ნოემბერში მგზავრთნაკადმა პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა
views 456
უკან

2022 წლის ნოემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 232 092 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მგზავრთნაკადის რაოდენობაზე 8%-ით მეტია, ხოლო 2021 წლის ნოემბრის მონაცემებთან შედარებით, 42%-იანი ზრდაა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2022 წლის ნოემბერში 34 153 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს 15%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 30%-ით აღემატება.