მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა

5e8779594c838
BM.GE
03.04.20 21:57
1239
საქართველო მუდამ იყო და არის ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით! ჩვენ გვჯერა ამერიკის გამარჯვების! - ამ მესიჯს საქართველო თავის სტრატეგიულ პარტნიორს უგზავნის.

კორონავირუსთან ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდასაჭერად, თბილისის ანძა ამერიკის დროშის ფერებში განათდა.

რამდენიმე დღის წინ, საქართველომ მსგავსი სოლიდარობა იტალიელ და ესპანელ ხალხსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა ესპანეთისა და იტალიის დროშის ფერებში გაანათა.