მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ანძა გერმანიის დროშის ფერებში განათდა

5e99f63fa80e4
BM.GE
17.04.20 22:31
920
კორონავირუსთან ბრძოლაში მხარდასაჭერად თბილისის ანძა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.

"საქართველო თქვენ გვერდით არის! ერთად დავამარცხებთ პანდემიას!" - ამ მესიჯს საქართველო გერმანელ ხალხს უგზავნის.

საქართველომ მსგავსი სოლიდარობა სხვა ქვეყნებსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა იტალიის, ესპანეთის, თურქეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და აზერბაიჯანის დროშების ფერებში გაანათა.