მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ანძის რეაბილიტაციის განმახორციელებელი კომპანია ცნობილია - მერია

60d2f2f09e038
ინგა მურუსიძე
23.06.21 12:55
2120
თბილისის ანძის რეაბილიტაციას Kass Tower Georgia განახორციელებს. ინფორმაცია დღეს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ გააჟღერა. 

„თბილისის ანძასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვა დასრულებულია, გვყავს გამარჯვებული კომპანია და ახლა მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმების პროცესი. 1 წელი დასჭირდება კომპანიას, რომ დეტალური პროექტირება გააკეთოს, ხოლო შემდგომ 2 წელი ექნება პროექტის განხორციელებისთვის. ჯამური ინვესტიციის მოცულობა დამოკიდებული იქნება დეტალურ პროექტირებაზე, თუმცა აქ გათვალისწინებულია არანაკლებ 4 მლნ დოლარის ინვესტიცია. ჩვენი ვარაუდით, იქნება 6-7 მლნ დოლარი. არსებობს პროექტი, კონცეპტი, გავლილია დეტალურად და ახლა უნდა გაკეთდეს დეტალური პროექტირება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

ცნობისთვის: თბილისის ანძაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით, 70 მეტრის სიმაღლეზე გადმოსახედის მოწყობას, საიდანაც პანორამული ხედები გადაიშლება, ასევე, მოეწყობა კვების ობიექტები. კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის ანძის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 10-დან 15 მლნ ლარამდე იქნება.