“თიბისი კაპიტალმა” თბილისის კომერციული უძრავი ქონების შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, თბილისის ბიზნეს ცენტრებში საოფისე ფართის იჯარის ღირებულება როგორც 2020, ასევე 2019 წლებთან შედარებით შემცირებულია.
ამჟამად კვადრატული მეტრის იჯარის საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე თვეში 8 დოლარს შეადგენს, რაც 2020 წელთან შედარებით 5%-ით ნაკლებია. 2020 წლის მესამე კვარტალში იჯარის ღირებულება 8.4 დოლარს შეადგენდა. 8.4 დოლარი იყო კვადრატული მეტრის იჯარის საშუალო ფასი 2019 წლის მესამე კვარტალშიც.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში იჯარის საშუალო ფასი კიდევ უფრო მცირე იყო და კვადრატულ მეტრზე 7 დოლარს შეადგენდა, თუმცა მოთხოვნის აღდგენის პარალელურად, ისიც გაიზარდა და 8 დოლარი გახდა.
“2021 წლის მესამე კვარტალში იჯარა 8 აშშ დოლარამდე აღდგა, რაც 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 5%-ით ნაკლებია ოფისის განცხადებების საშუალო შეწონილი იჯარა, თბილისის უბნებში, საშუალო ტრენდს მიყვებოდა, ხოლო ზოგიერთი უბანი შედარებით გამძლე აღმოჩნდა.
2021 წლის მესამე კვარტალში, იჯარის ფასი, 2019 წლის დონესთან ყველაზე ახლოს, ვაკეში დაფიქსირდა - მხოლოდ 5.4%-ით ნაკლები. ამავდროულად, ოფისის იჯარასთან მიმართებაში აღდგენის ყველაზე დაბალი დონით ჩუღურეთი ხასიათდება. სხვა უბნებში არსებული განცხადებების რაოდენობა არ აღმოჩნდა საკმარისი იჯარის დინამიკის ანალიზისათვის.
თბილისის ოფისებში ვაკანტურობის მაჩვენებელი პანდემიამდეც იზრდებოდა და მოსალოდნელია, რომ გაიზრდება მომდევნო წლებში. მთავარი ფაქტორი ამ დინამიკის მიღმა არის საოფისე ფართის დაჩქარებული მიწოდება. ბიზნეს ცენტრებს, რომლებმაც 2020 და 2021 წლებში დაიწყეს ფუნქციონირება, უჭირთ თავიანთი ფართების შევსება მოიჯარეებით. „პანდემიის შედეგად 2020 წელს ჩვენი ახალი ბიზნეს ცენტრი თითქმის დაცარიელდა. არსებულმა გაურკვევლობამ გაახანგრძლივა
პანდემიის პერიოდში თბილისში გასაქირავებელი ოფისების მთლიანი ჩამონათვალი სტაბილურია. 2021 წლის მესამე კვარტალში თბილისში ქირავდებოდა 5604 საოფისე ფართი 621000 კვ.მ. ჩამოთვლილი ოფისების უმრავლესობა ხუთ რაიონში იყო გამოყოფილი: საბურთალო (47%), ვაკე (21%), მთაწმინდა (12%), ჩუღურეთი (7%) და დიდუბე (5%),”- ნათქვამია "თიბისი კაპიტალის" მიმოხილვაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ