მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ძირითადი პრობლემა მისი ჰაერის ხარისხს უკავშირდება - ლევან დავითაშვილი

5eb536bf47e1d
ვიქტორია მღებრიშვილი
08.05.20 14:44
1464
ჩვენ ვიცით, რომ ქალაქ თბილისის ძირითადი პრობლემა მისი ჰაერის ხარისხს უკავშირდება, რომელიც დიდწილად მწვანე სივრცეების ნაკლებობით არის გამოწვეული, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თბილისის მერის მიერ მთაწმინდის ფერდობზე ხელოვნური ტყით განაშენიანების 16 მლნ ლარიანი პროექტის წარდგენისას განაცხადა, რომლის დამფინანსებებლი ფონდი "ქართუა".

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ 700 ჰა-ზე ენდემური სახეობის ხეები დაირგვება და ეს ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას გამოასწორებს. მინისტრმა ფონდ "ქართუს" და პროექტის მთავარ დამფინანსებელს ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.

"ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დგება, ვინაიდან ის ურბანული ტყე, რომელიც ათეული წლის წინ ჩამოყალიბდა, დეგრადირებულია და მნიშვნელოვნად საჭიროებს განახლებას.

მე მინდა მადლობა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისათვის და რა თქმა უნდა, მინდა მადლობა გადავუხადო პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელსა და თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს, რომელმაც უპრეცენდენტო დახმარება გაუწია ქალაქს ამ პროექტის დაფინანსებით, თუმცა ჩვენთვის არახალია ბატონი ბიძინას ქველმოქმედება ზოგადად ქვეყანაში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მისი წვლილის აღნიშვნა ზოგადად გარემოს დაცვის მიმართულებით და ბუნების დაცვის თვალსაზრისით და აქაც ფონდი "ქართუ" არის ამ მნიშვნელოვანი პროექტის დამფინანსებელი, მხარდამჭერი და ინიციატორი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც მონაწილებას მიიღებს ამ პროექტის განხორციელებაში და აქ შეკრებილია პატრიოტი ადამიანების, პროფესიონალების გუნდი ურბანული ტყის დაგეგმვის, თუ განხორციელების კუთხით და რა თქმა უნდა, ჩვენი სამინისტროს ყველა სტრუქტურული ერთეული და სპეციალისტები იქნებიან ჩართულები პროექტის განხორციელებაში.

ვფიქრობ, ზედმეტია საუბარი იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ურბანული ტყის აღდგენა. იმ პროექტის რეალიზება, რომელზეც ჩვენ ერთად ვმუშაობდით, რომელიც ქალაქს აბსოლუტურად ახალ სიცოცხლეს შესძენს და იმოქმედებს ძალიან დადებითად ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.

ჩვენ ვიცით, რომ ქალაქ თბილისის ძირითადი პრობლემა მისი ჰაერის ხარისხს უკავშირდება, რომელიც დიდწილად მწვანე სივრცეების ნაკლებობით არის გამოწვეული და 700 ჰა-იანი ახალი ენდემური სახეობებით განაშენიანებული ტყე, ერთის მხრივ ესთეტიკურად შეცვლის ჩვენი ქალაქის იერსახეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანწილად იმოქმედებს ჩვენი ქალაქის გარემოზე და სუფთა ჰაერზე", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.