მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ექვს რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

64243a32307ad
BM.GE
30.03.23 09:31
545
თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტრომომარაგების მიწოდება შეეზღუდება. კომპანია "თელასის" ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება უბნებს:

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ნინო რამიშვილის, ბარნოვის, ბელინსკის, გალის, გოგებაშვილის, თერგის, პეტრიაშვილის, რჩეულიშვილის, შანიძის და ნათია ბაშალეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღომბარის, მნათობის, პეტრე ბაგრატიონის, ნინო და კალისტრატე სალიების, ჯაბაურის, თამარაშენის, დავით ბერიაშვილი და დავითაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფე სოლომონის, კრწანისის, ნოდარ ტაბიძის, იოსებ გრიშაშვილის და შოთა ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), მუხიანის აგარაკების, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანი-2 დასახლების და ქერჩის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის II, III, IVბ მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანი-2 დასახლების (ნაწილობრივ), დუმბაძის გამზირის, გმირ კურსანტთა, ქერჩის და მარატ ნოზაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის, ცაგარელის, შმიდტის, ვასო გოძიაშვილის, ბურძგლას და ტაშკენტის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.