17.ოქტომბერი .2019 16:09

თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში სამართალდარღვევის ფაქტები გამოავლინეს

views 1692
უკან

16 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, სამართალდარღვევის ფაქტები გამოვლინდა.

„შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, საკონტროლო შესყიდვით შეიძინეს ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელი, ასევე, გადაიხადეს შესვლის საფასური, ჯამურად გადახდილმა თანხამ შეადგინა 575,0 ლარი.

მომხმარებელთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორების მონაცემები აღირიცხა საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით, თუმცა ჩეკში ნაჩვენები იქნა ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხა, რის შედეგადაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მეწარმეს სანქციის სახით შეეფარდა  ფულადი ჯარიმა 200 ლარის ოდენობით. ასევე, ობიექტში ფასის მაჩვენებლები არ იყო განთავსებული მომხმარებელთათვის თვალსაჩინო ადგილას, რაზეც სსკ-ის 291-ე მუხლის შესაბამისად, შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, მეწარმეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.

აღნიშნულ ობიექტში განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ცალკეულ სახეობათა მიხედვით შერჩევითი ინვენტარიზაცია ალკოჰოლურ სასმელზე, რა დროსაც გამოვლენილ იქნა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე დაახლოებით 16 100 ლარის  ღირებულების საქონელი, რაც ითვალისწინებს ფულად ჯარიმას 8 050 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა