თბილისის განვითარების ფონდი პროექტ "ახალი ტფილისის" ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის ფარგლებში, წინამძღვრიშვილის N1-ის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. მიმდინარე პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ავარიულ საცხოვრებელ სახლს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, ფუნდამენტური გამაგრების სამუშაოები ჩაუტარდება.
"წინამძღვრიშვილის ქუჩის N1-ში ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დავიწყეთ. აღნიშნულ მისამართზე სამი სახლი მდებარეობს, სადაც დაახლოებით, 80 ოჯახი ცხოვრობს. ფუნდამენტური გამაგრების სამუშაოების წარმოების გამო, ავარიული სახლიდან მოსახლეობა გაყვანილი გვყავს. მოქალაქეებს აქ ძალიან მძიმე პირობებში უწევდათ ცხოვრება. სრულ რეაბილიტაციას ორი წელი დასჭირდება, რომლის შემდეგაც, შენობა სრულად კეთილმოწყობილი და მოწესრიგებული იქნება. ეზოც ძალიან ლამაზი გამოვა. სამწუხაროდ, დედაქალაქში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე არაერთი შენობა-ნაგებობა გვაქვს, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. მსგავს შენობებს შესაძლებლობების ფარგლებში, ეტაპობრივად მოვაწესრიგებთ ისე, რომ ის ყველაზე ძვირფასი და ლამაზი", - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის მიხედვით, დაგეგმილია შენობის საძირკვლის გამაგრება, სახურავის აღდგენა, წყალსაწრეტი სისტემის მოწყობა, ფასადის დეკორატიული ელემენტების აღდგენა, ეზოში არსებული ხის აივნების, კიბეებისა და შუშაბანდების რესტავრაცია. ასევე, სახურავზე არსებული შუქ-ფანრების, ეზოში არსებული ლითონის კიბეების, ქუჩების მხრიდან ფასადზე განთავსებული აივნებისა და დაზიანებული ლითონის ორფრთიანი ჭიშკრის რესტავრაცია.
სამუშაოების ფარგლებში, ასევე, იგეგმება ფასადზე არსებული კარ-ფანჯრის ნაწილობრივი გამოცვლა/რესტავრაცია, სადარბაზოს ხის კარების რესტავრაცია, წყალმომარაგების, წყალარინების და ელექტრომომარაგების ქსელის მოწესრიგება და ეზოს კეთილმოწყობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 657 000 ლარს შეადგენს, რომელსაც შპს "იკორთა 2007" ახორციელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ 81 მესაკუთრეს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდება და უძრავი ქონების ღირებულება გაიზრდება. პროექტი 2021 წლის ივნისში დასრულდება.
დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი ალექსანდრე ტოგონიძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე იმყოფებოდნენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ფუგერაი - ქალაქი, სადაც ბინის ქირა წელიწადში 88 ცენტია
ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN
WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ამატებს
Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა
კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა
ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი კომერციული ავიარეისი ამ წუთებში სრულდება
მსოფლიოში საუკეთესო ყველი დაასახელეს
გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას?
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს
"ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’
თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს
"რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი
ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა
ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ
არგენტინელებს ბანკებიდან ფული გამოაქვთ
მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული
აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს
რა არის ინფლუენსერ მარკეტინგი და ვინ არიან ინფლუენსერები?
ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი