28.ნოემბერი .2021 19:00

თბილისის განვითარების ფონდმა 200 ათასი ლარი დახარჯა კვლევებში, რომლებიც აღარ გამოიყენა – აუდიტი

თბილისის განვითარების ფონდმა 200 ათასი ლარი დახარჯა კვლევებში, რომლებიც აღარ გამოიყენა – აუდიტი
views 680
უკან

თბილისის განვითარების ფონდმა შეისწავლა მისი ქონების ნაწილის ეკონომიკური პოტენციალი, მაგრამ არ გამოიყენა კვლევის შედეგები შემდგომ საქმიანობაში. შესაბამისად, კვლევებში გადახდილი თანხები არაეფექტიანი ხარჯია – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც თბილისის განვითარების ფონდის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტს ეხება.

კონკრეტულად საუბარია 204 ათას ლარზე, რომელიც თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულმა უწყებამ ორ კვლევაში გადაიხადა.

“ შპს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიადან“ გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების მიზნით, შესყიდულია გუდიაშვილის მოედნის ტერიტორიაზე ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ქონების გამოყენების საუკეთესო ალტერნატივების კვლევა, მისი ეკონომიკურ აქტივობაში ჩაბმისა და დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით. კვლევაში გადახდილია 67.3 ათასი ლარი. ორგანიზაციამ აღნიშნული კვლევის შედეგები მოიწონა, თუმცა დამატებითი ღონისძიებები არ განუხორციელებია ქონების შემდგომი გამოყენების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ ერთი წლით ადრე, ფონდსა და შპს „გრანდ თორთონ ახვლედიანთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რომლის ღირებულება 136.9 ათასი ლარი იყო, შეფასდა გუდიაშვილის მოედნის ტერიტორიაზე არსებული შენობების, ბეთლემის ქუჩის №15-სა და პუშკინის ქუჩის №5-7-ში მდებარე ქონებების გამოყენების საუკეთესო ვარიანტები. თბილისის განვითარების ფონდს აღნიშნული კვლევის შედეგებიც არ გამოუყენებია”,– ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ჩატარებული კვლევები დღეს უკვე ხანდაზმულია და მასში ასახულ კონცეფციას და გაანგარიშებებს ორგანიზაცია მომავალ საქმიანობაში ვეღარ გამოიყენებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა