მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისის იმ რაიონებში, სადაც მოქალაქეების რაოდენობა მოჭარბებულია, ავტობუსები დაემატება" - ტიკარაძე

5e71e21c3430a
ინგა მურუსიძე
18.03.20 12:39
897
იმ რაიონებში, სადაც მოქალაქეების რაოდენობა მოჭარბებულია, ავტობუსები დაემატება, - ამის შესახებ ჯადაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ სტატისტიკას, თუ როგორი ნაკადია ამა თუ იმ რაიონში მოქალაქეების და იმ ადგილებში, სადაც მოჭარბებულია მოქალაქეების რაოდენობა, დაემატება ავტობუსები“, - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აკრძალულია.