მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ₾118,5 მილიონის დაუმთავრებელი აქტივები ირიცხება - აუდიტი

643825613c0dd
ალა ისპირიანი
13.04.23 20:00
887
აუდიტმა თბილისის მუნიციპალიტეტის და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ჩაატარა. დოკუმენტი მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.

აუდიტის თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში 118,471,193 ლარის დაუმთავრებელი აქტივები ირიცხება საიდანაც:

მერიის ფინანსურ ანგარიშგებაში დაუმთავრებელი მშენებლობის მუხლში აღრიცხულია დასრულებული და ექსპლუატაციაში შესული 2,955,585 ლარის ღირებულების აქტივები, რომლებიც არ არის გადატანილი შესაბამის მუხლებში და არ ერიცხებათ ცვეთის ხარჯი. შესაბამისად, კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში „სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივის“ მუხლი გაზრდილი თანხით არის წარმოდგენილი.

მერიის ფინანსურ ანგარიშგებაში დაუმთავრებელი მშენებლობის მუხლში ირიცხება 3,741,173 ლარის ღირებულების ობიექტები, რომელთა იდენტიფიცირებას მუნიციპალიტეტი ვერ ახდენს. აქტივები ბუღალტრულ ჩანაწერებში აღრიცხულია წინა წლებში და მათი მდგომარეობის შესახებ მუნიციპალიტეტი ინფორმაციას არ ფლობს. შედეგად, ვერ მოვიპოვეთ რწმუნება კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი „სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების“ მუხლში ასახული 3,741,173 ლარის სისწორეზე.

სამგორის, გლდანის, ნაძალადევის რაიონის გამგეობებს ბუღალტრულ აღიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში დაუმთავრებელი მშენებლობის მუხლში არ აქვს აღრიცხული, სამშენებლო სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კონტრაქტორების მიერ 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარებით შესრულებული სამუშაოების ღირებულება, თანხით − 4,692,361 ლარი. 31 შედეგად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კონსოლიდირებული ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგებაში შემცირებულია „სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივის“ მუხლი 4,692,361 ლარით.

გამგეობებს დაუმთავრებელი მშენებლობები აღრიცხული აქვთ ძირითადი აქტივების მუხლში და არიცხავენ ცვეთას. დაუმთავრებელ მშენებლობას ცვეთა არ ერიცხება, შესაბამისად, აღნიშნული ეწინააღმდეგება სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 32 შედეგად, კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში არასწორად არის წარმოდგენილი „ძირითადი აქტივების“ და ცვეთის ხარჯის მუხლები.

გლდანის რაიონის გამგეობას დაუმთავრებელ მშენებლობის მუხლში ერიცხება 205,071 ლარის აქტივი, რომელიც წლების წინ გაყიდულია და აღარ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ქონებას. შესაბამისად, კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში დაუმთავრებელი მშენებლობის მუხლი არასწორადაა გაზრდილი 205,071 ლარით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ მოვიპოვეთ რწმუნება 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული „სხვა არაფინანსური აქტივის“ მუხლის სისწორეზე", - წერია აუდიტის დოკუმენტში. 

დაუმთავრებელი მშენებლობის მუხლში აღირიცხება ისეთი აქტივი, რომელთა მშენებლობა ან სხვა ფორმით შექმნა დაწყებულია, მაგრამ ჯერ არ არის დასრულებული.სსბასს-17-ის მოთხოვნების შესაბამისად, აქტივს ცვეთა მას შემდეგ ერიცხება, როდესაც შესაძლებელია მისი დანიშნულებით გამოყენება.