09.ნოემბერი .2019 21:31

თბილისის მასშტაბით საახალწლო განათებები მონტაჟდება, ქუჩების ნაწილზე ამაღამ შეზღუდვებია

views 312
უკან

თბილისის მერია მოსალოდნელი საგზაო შეფერხებების შესახებ ავრცელებს განცხადებას. მერიის ინფორმაციით, ამაღამ დედაქალაქის ქუჩებში საახალწლო განათებები მონტაჟდება, რის გამოც ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება. 

"დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 19:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება სიმონ კანდელაკის ქუჩაზე და ასევე, ამაღამ, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, პეტრე ბაგრატიონის მოედნიდან - გია გულუას მოედნამდე და თენგიზ შეშელიძის ქუჩაზე, დავით სარაჯიშვილის ქუჩის კვეთიდან - გიორგი მინდელის ხიდამდე.

სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის,"- ნათქვამია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა