28.ნოემბერი .2019 14:35

თბილისის მერია - მოიჭრა 27,000 ძირი ხმობადი ხე, დაირგო 12,000-მდე ხე

views 228
უკან

თბილისის მერმა კახა კალაძემ 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული 93-გვერდიანი პრეზენტაციის მიხედვით, თბილისის მერიამ "სანიტარული ჭრის ფარგლებში, 27,000 ხე მოჭრა". ამასთანავე, დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოჭრილი ხეების სანაცვლოდ ახალი მცენარეები ირგვება, თუმცა მათი რაოდენობა მოჭრილთან შედარებით ნაკლებია.

2019 წლის გამწვანების ანგარიში:

  • წლის ბოლომდე დაირგვება 12 000 - მდე ძირი ხე და 8 000 - ზე მეტი ბუჩქი;
  • 4 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებულ გზაგამყოფ კუნძულებზე, მოეწყო სარწყავი სისტემა და ჰიდროთესვის პრინციპით დაითესა ბალახი;
  • 100 500 კვ. მ. ფართობზე ჰიდროთესვის პრინციპით დაითესა ბალახი;
  • 15 000 კვ. მ. ფართობზე დაიგო ბალახი;
  • 11 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა ნიადაგის მულჩირების სამუშაოები. წლის ბოლომდე ნიადაგის მულჩირება 15 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდება;
  • სანიტარიული ჭრის ფარგლებში მოიჭრა 27 000 ძირი ხმობადი და დაავადებული ხე;
  • ხმობადი და დაავადებული ფიჭვების სანაცვლოდ, დაირგო 5000 ძირი ხე;
  • 196 ადგილზე ჩატარდა ფიტოსანიტარიული კვლევა და წამლობა. შეიწამლა 120 000 მწვანე ნარგავი;
  • კუს ტბის მიმდებარედ 6,9 ჰექტარ ფართობზე დაირგო სხვადასხვა სახეობის 7600 ნერგი;
  • გამწვანებულ თარგებში მიმდინარეობს სარწყავი სისტემის დამონტაჟება;
  • ამ დრომდე შეთანხმებულია 355 დენდროლოგიური პროექტი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა