თბილისის მერია 170,000 ლარის ღირებულების Facebook და Instagram რეკლამის შესაძენად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ნებართვას ითხოვს. მერიის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურის მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით, ამ ფულით 32 Facebook და 1 Instagram გვერდის დასპონსორება მოხდება.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილ მოთხოვნაში წერია, რომ facebook-ი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია, რეკლამის განთავსება კი დედაქალაქის მერიის საქმიანობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
"ხელშეკრულების შესრულებისა და მოქმედების დადგენილი ვადა გონივრულია "ფეისბუქის" და "ინსტაგრამის" პოპულარობისა და აღნიშნული სოციალური ქსელების წვდომის მქონე აუდიტორიის მასშტაბიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია აუდიტორიისთვის და მისი ცალკეული სამიზნე ჯგუფებისთვის საზოგადოებისთვის აქტუალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, "ფეისბუქი" ინტერტერნეტ სივრცეში ინარჩუნებს პირველი სოციალური ქსელის სტატუსს, რაც კიდევ უფრო ამტკიცებს იმ მოსაზრებას, რომ უახლოესი რამდენიმე თვის მანძილზე, შესაბამის ბაზარზე, აღნიშნული კუთხით ცვლილებები მოსალოდნელი არ არის", - ნათქვამია თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული იურიდიული პირის "საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო"-ს მიერ შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ წერილში.
გვერდების ჩამონათვალი, რომელთა დასპონსორებაც მოხდება:
1) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (ფეისბუქი და ინსტაგრამი);
2) ვაკის რაიონის გამგეობის(ფეისბუქი);
3) საბურთალოს რაიონის გამგეობის(ფეისბუქი);
4) მთაწმინდა რაიონის გამგეობის (ფეისბუქი);
5) სამგორის რაიონის გამგეობის(ფეისბუქი);
6) ჩუღურეთის რაიონის გამგეობის(ფეისბუქი);
7) დიდუბის რაიონის გამგეობის(ფეისბუქი);
8) ნაძალადევის რაიონის გამგეობის(ფეისბუქი);
9) გლდანის რაიონის გამგეობის(ფეისბუქი);
10) კრწანისის რაიონის გამგეობის(ფეისბუქი);
11) ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის(ფეისბუქი);
12) კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა საქალაქო სამსახურის(ფეისბუქი);
13) ზედამხედველობის სამსახურის(ფეისბუქი);
14) გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის(ფეისბუქი);
15) ტრანსპორტის სამსახურის(ფეისბუქი);
16) ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის(ფეისბუქი);
17) ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს(ფეისბუქი);
18) თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის(ფეისბუქი);
19) არქიტექტურის სამსახურის(ფეისბუქი);
20) ქონების მართვის სააგენტოს(ფეისბუქი);
21) საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის(ფეისბუქი);
22) თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს(ფეისბუქი);
23) თბილისის განვითარების ფონდის(ფეისბუქი);
24) მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის(ფეისბუქი);
25) ჩემი ადვოკატის(ფეისბუქი);
26) თბილისის მედიათეკების გაერთიანების(ფეისბუქი);
27) თბილისისზოოპარკის(ფეისბუქი);
28) თბილისის სატრანსპორტო კომპანიის(ფეისბუქი);
29) სამეფო უბნის თეატრის(ფეისბუქი);
30) თბილსერვის ჯგუფის(ფეისბუქი);
31) თბილისის ღამის ეკონომიკის(ფეისბუქი).
32) ისნის რაიონის გამგეობის (ფეისბუქი).
რეკლამის მოქმედების ვადად მითითებულია:
"შესრულების ვადად განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი, ხოლო მოქმედების ვადა 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდი".
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 3 იანვრამდე უნდა გადაწყვიტოს მისცემს თუ არა ა(ა)იპ "საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო"-ს ამ გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის