მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია 30 ფოტოხაფანგს ყიდულობს

609921893b5a7
შოთა ტყეშელაშვილი
10.05.21 16:13
4118
თბილისის მერია დედაქალაქში დანაგვიანების ფაქტების გამოვლენის მიზნით ფოტოხაფანგებს დაამონტაჟებს. 30 ფოტოხაფანგის შესაძენად 75,000-ლარიანი ტენდერი უკვე გამოცხადებულია. 

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ხაფანგებზე მონიტორინგს მერიის მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახური განახორციელებს. შესყიდვის პირობების თანახმად, კამერებს HD გარჩევადობა და დღე-ღამის განმავლობაში ავტომობილების სანომრე ნიშნის გადაღების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, ხოლო მისი მეხსიერების ბარათი 512 გიგაბაიტი ანუ უფრო მეტი უნდა იყოს. ამასთან, ფოტოხაფანგის ელემენტს წლის განმავლობაში 50,000 ფოტოს გადაღებისთვის საკმარისი ენერგოტევადობა უნდა ჰქონდეს. 

სატენდერო მოთხოვნები ასეთია:

ავტომანქანის სანომრე ნიშნის გადაღების შესაძლებლობა (დღე/ღამე);
სურათის გარჩევადობა: 720 x 2048 ან უკეთესი;
4 ვიდეო: არანაკლებ 720P HD + ხმა;
ვიდეოს ხანგრძლივობა: არანაკლებ 90 წამი;
სამუშაო ტემპერატურა: -20-დან +50 °C-ის ჩათვლით;
განათების მანძილი: არანაკლებ 15 მეტრი;
განათების ტიპი: ინფრაწითელი ადამიანის თვალისთვის უხილავი;
სურათის დეტალი: დღისით ფერადი, ღამე მონოქრომული ინფრაწითელი ან უკეთესი;
PIR (თერმო სენსორი) დანახვის მანძილი: არანაკლებ 30 მეტრი;
დღე/ღამის რეჟიმი სურათისთვის და ვიდეოსთვის;
მეხსიერების ბარათის მხარდაჭერა: 512 გიგაბაიტის ჩათვლით ან უკეთესი;
სურათის ინფორმაცია: არანაკლებ: დრო, თარიღი, მომხმარებლის ეტიკეტი;
ელემენტის სიცოცხლისუნარიანობა: არანაკლებ 50,000 სურათამდე ან 1 წელი;
ქურდობის აღკვეთა პაროლით დაცვა;
აღნიშნულ ფოტოხაფანგს დღე/ღამის პირობებში უნდა შეეძლოს არანაკლებ 80კმ/სთ-მდე სიჩქარით მოძრავი ავტომანქანის სანომრე ნიშნის გარკვევით გადაღება ხარვეზების გარეშე.

ტენდერში წინადადებების მიღება დღეს სრულდება, ამ დროისთვის შესყიდვების სისტემაში შპს "მკს-ს" წინადადება ჩანს, რომელიც დედაქალაქის მერიას ფოტოხაფანგების მიწოდებას 67,000 ლარად სთავაზობს.