მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია 80 მილიონ ლარად “ჯი-თი ჯგუფისგან” 180 ავტობუსს ყიდულობს

60e32cdf0f807
შოთა ტყეშელაშვილი
05.07.21 20:30
1696
თბილისის მერია ISUZU-ს მარკის 180 ერთეულ 8-მეტრიან ავტობუსს, NovoCiti Life-ს 21.3 მილიონ ევროდ ანუ დღევანდელი ღირებულებით 79.7 მილიონ ლარად შეიძენს.

“თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა” და “ჯი-თი ჯგუფს” შორის შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, რომლის მიხედვითაც, ერთი ავტობუსის ღირებულება 118,276 ევრო, ანუ დღევანდელი ღირებულებით 442,825 ლარია.

დოკუმენტის თანახმად, “ჯი-თი ჯგუფმა” ეს ავტობუსები მერიას 2022 წლის მარტის ჩათვლით უნდა ჩააბაროს.

სახელმწიფო შესყიდვების სისტემიდან ირკვევა ისიც, რომ ეს ავტობუსების შეძენის ერთადერთი კონსოლიდირებული ტენდერი არაა. ასევე “ჯი-თი ჯგუფმა” გაიმარჯვა 11.8-მილიონიან ტენდერში, რომლითაც 24 8-მეტრიანი ავტობუსის მიწოდება უნდა მოხდეს. ამასთანავე “ჯი-თი ჯგუფის” მიერ წარდგენილი წინადადება განიხილება 20 ერთეული 10-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ტენდერშიც, რომლის ჯამური ღირებულებაც 11.4 მილიონი ლარია.

უკვე შესყიდული ავტობუსების გარდა, თბილისის სატრანსპორტო კომპანია EBRD-ის 70 მილიონი ევროს სესხით 18 მეტრის სიგრძის გაზზე მომუშავე 200 ავტობუსს შეიძენს. შესაბამისი ტენდერი ჯერჯერობით არ გამოცხადებულა, თუმცა ამ პარამეტრების მიხედვით, მასში ერთი ავტობუსის სავარაუდო ღირებულება 1.3 მილიონი ლარი იქნება.