მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია 814 ათას ლარად მარილის საწყობებს ააშენებს

60968d3fed3ec
სალომე მეცხვარიშვილი
08.05.21 18:00
1418
თბილისის მერია 814 ათას ლარად მარილის საწყობებს ააშენებს. შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვა თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ "თბილსერსერვის" ჯგუფს აქვს გამოცხადებული. წინადადებების მიღება ტენდერში 4 ივნისს სრულდება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, თბილსერვის ჯგუფს საწყობების აშენება 3 ადგილზე სურს: კახეთის გზატკეცილზე, კოჯორსა და წყნეთში.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 17 კვირისა (119 კალენდარული დღისა).