მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია ბარათაშვილის კლდის გაწმენდით სამუშაოებს ჩაატარებს

5e3d3bde933bd
BM.GE
07.02.20 14:27
1063
„ეკოსერვის ჯგუფი“ ამაღამ და ხვალ ღამით, 00:00 საათიდან 6:00 საათამდე, ბარათაშვილის აღმართზე არსებული გამწვანებული კლდის გაწმენდის, დასუფთავებისა და მცენარეების ფორმირების მასშტაბურ სამუშაოებს განახორციელებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"აღნიშნული ტერიტორია, რთული რელიეფის გამო, წლებია, არ გაწმენდილა. სამუშაოები მოითხოვს გზის სავალ ნაწილზე სხვადასხვა დანიშნულების სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებების განთავსებას, რაც საჭიროებს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას. გამწვანებული კლდოვანი კედელი ამონაყარისგან და ლელქაშისგან გაიწმინდება; გაისხვლება და ფორმირდება ხე-მცენარეები, ასევე, მოწესრიგდება მწვანე საფარი. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!",- აცხადებენ მერიაში.