მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია ბიზნესს კიდევ ერთ საინვესტიციო პროექტს წარუდგენს

5dffd2a020abf
სალომე მეცხვარიშვილი
24.12.19 10:10
951
მომავალ წელს თბილისის მერია ბიზნესს კიდევ ერთ საინვესტიციო პროექტს წარუდგენს. ამის შესახებ bm.ge-ს მერიის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ბასილაიამ განუცხადა.

მისი თქმით, საუბარია მსგავს პროექტზე, როგორიცაა მაგალითად “რადიოქალაქი”, რომლის რეალიზაციაც მერიამ წელს უკვე მოახერხა.

“როგორც რადიოქალაქი გამოვიტანეთ, ანალოგიურად ვგეგმავთ კიდევ ერთი ახალი პროექტი შევიმუშაოთ და ვიმედოვნებთ, რომ მოვახერხებთ მის გაყიდვას.

საინვესტიციო პროექტები, რომლებიც უკვე შექმნილია, ისინი კვლავ აქტუალურია. ახლაც მზად ვართ, ნებისმიერ დროს შევხდეთ ინვესტორს და დაველაპარაკოთ. ამჟამად საუბარია, ახალ საინვესტიციო პროექტზე, ვმუშაობთ ქონების მართვის სამსახურთან, რომ მოვიძიოთ სწორი მიწის ნაკვეთი და რადიოქალაქის პრინციპით გამოვიტანოთ გასაყიდად”,- განაცხადა ბასილაიამ.

ამჟამად თბილისის მერიას რამდენიმე საინვესტიციო პროექტი აქვს მზად, მათ შორისაა თბილისის ანძის რეაბილიტაცია, მიწისქვეშა პარკინგები და ა.შ. პროექტების წარდგენა რამდენიმე თვის წინ მოხდა ბიზნესისთვის, თუმცა, რადიოქალაქის გარდა, რომელიც აჭარა ჯგუფმა შეიძინა, სხვა პროექტები რეალიზებული არ არის.