თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 100 ერთეული 12 მეტრიანი ავტობუსი, რომელიც დედაქალაქში უახლოეს მომავალში ჩამოვა, სრულად ჩაანაცვლებს ყვითელ ავტობუსებს. ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ფაქტობრივად ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა დასრულებული გვაქვს, ველოდებით 100 ერთეული ავტობუსის შემოსვლას, რომელიც უკვე შესყიდული გვაქვს. ეს არის BMC-ის მარკის 12 მეტრიანი ავტობუსები და ამით არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი მთლიანად ჩანაცვლებული გვექნება და არც ერთი ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში. იქნება მხოლოდ განახლებული ახალი ავტობუსები, 12 მეტრიანი, 10 მეტრიანი და 8 მეტრიანი“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანი მოქალაქეების კომფორტულად და სწრაფად გადაადგილება წარმოადგენს, რის გამოც მერია დამატებით 180 ერთეული ავტობუსის შესყიდვას გეგმავს.
„იმისთვის, რომ დასახული მიზანი შევასრულოთ გვჭირდება დამატებითი ახალი ავტობუსების შესყიდვა. უახლოეს მომავალში 180 ერთეული 8 მეტრიანი ავტობუსის შესყიდვაზე გამოცხადდება ფასთაკვლევა და შემდეგ უკვე გამოვაცხადებთ ტენდერს შესყიდვასთან დაკავშირებით, რათა ქალაქის ნებისმიერ უბანში ერთი ადგილიდან მეორემდე გადაადგილება იყოს კომფორტული და სწრაფი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?