მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია დეველოპერებისთვის ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივებაზე მუშაობს

5ebbaa9a07aaa
ვიქტორია მღებრიშვილი
13.05.20 11:30
910
თბილისის მერია დეველოპერებისთვის ბიუროკრატიულ პროცედურების გამარტივებაზე მუშაობს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერიის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ თბილისის ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს სთხოვა აეხსნა, კონკრეტულად როგორ გაუმარტივდებათ დეველოპერბეს დოკუმენტაციის წარმოების პროცესში არსებული სირთულეები.

როგორც ირაკლი ხმალაძემ განმარტა, ქალაქგეგმარებითი დოკუმენტების შექმნის პროცესი მნიშნელოვნად შეამცირებს ინვესტორებისთვის გადაწყვეტილების მიღების პერიოდს.

„ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ვცდილობთ, რომ ნაკლებად მნიშვნელოვანი ბიუროკრატიული რგოლები შევკვეცოთ და ამოვაგდოთ, რა თქმა უნდა, არ შევეხოთ იმ მთავარ ღირებულებებს, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ადმინისტრაციული ორგანოს ხარჯზე - ჩვენი მეტი მუშაობის ხარჯზე ბიზნეს და კერძო სექტორს ცოტა გავუმარტივოთ და შევამციროთ დროში მათი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღება და პროექტების განხორციელება.

ჩვენ უკვე ვართ სამართლებრივი აქტების შემქნის პროცესში და უახლოეს დღეებში შევძლებთ დეველოპერებს გავუკეთოთ პრეზენტაცია, მივაწოდოთ ეს მასალა, თუ რა ნაბიჯებს გადადგავს მუნიციპალიტეტი იმისათვის, რომ ქალაქგეგმარებითი დოკუმენტების შექმნის პროცესში გაჩნდეს გარკვეული სიმარტივეები“, - განმარტა ხმალაძემ.