მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის ძვირადღირებულ მედიკამენტებს დააფინანსებს

5e27f7c75cf7e
ინგა მურუსიძე
22.01.20 11:22
2330
თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის ძვირადღირებულ მედიკამენტებს დააფინანსებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროგრამა მარტიდან დაიწყება.

„მოგეხსენებათ, გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი, რთული დაავადებაა, მის მკურნალობას საკმაოდ დიდი ფინანსები და ძალისხმევა სჭირდება. მე მინდა ვთქვა კიდევ ერთხელ, რომ ადამიანებს პრობლემების პირისპირ არასოდეს დავტოვებთ, ყოველთვის გვერდით დავუდგებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი პრობლემები იქნას მოგვარებული და მოწესრიგებული. დაფინანსებას რაც შეეხება, წლიურად 1 პაციენტისთვის, დაახლოებით, 24 ათასი ლარია საჭირო. სოციალურად დაუცველებისთვის 100%-ით დაფინანსდება მკურნალობა, ხოლო ამ სტატუსის არმქონეთათვის - 80%-ით“, - განაცხადა კალაძემ.