მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია: გამოცხადებულია 20 მლნ ლარის ღირებულების სხვადასხვა აუქციონი

5ed4b44779017
სალომე მეცხვარიშვილი
01.06.20 12:10
2723
დაახლოებით, ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიცემერ ირაკლი ხმალაძეს დაავალა, ახალი საპრივატიზაციო ობიექტების მოძიება და ამ მიმართულებით გააქტიურება. კალაძემ 6 მაისს თქვა, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში არ უნდა შეიქმნას პრობლემები შემოსავლების ნაწილში და საპრივატიზაციოდ რაც შეიძლება მეტი ობიექტი უნდა გამზადდეს.

bm.ge-მ თბილისის მერიაში მოიკითხა, რა ობიექტები გამოარჩიეს ამ დროის განმავლობაში და რა გამოიტანეს საპრივატიზაციოდ. დედაქალაქის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ეპიდემიის პერიოდში მოძიებული და დამუშავებულია დამატებითი აქტივების ნაწილი. ამჟამად გამოცხადებული და მიმდინარეა, დაახლოებით, 20 მილიონი ლარის ღირებულების სხვადასხვა აუქციონი.

“გრძელდება ქონების მოძიება, შესაბამისად, პერიოდულად კვლავ განახლდება და საჯარო გახდება აუქციონის გვერდი. ყოველ ორ კვირაში ერთხელ, ახალი აუქციონი დაიდება”, - აცხადებენ მერიაში.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას დასრულდა იპოდრომის მიმდებარედ ყოფილი კორტების ტერიტორიის აუქციონი, თუმცა, ობიექტი ვერ გაიყიდა.