29.ნოემბერი .2019 09:50

თბილისის მერია: ლისის ტბის მიმდებარედ უსისტემო განვითარება დღემდე გამოწვევად რჩება

views 320
უკან

თბილისის მერიამ ორწლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა, სადაც სხვადასხვა სამსახურების, მათ შორის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის საქმიანობის შესახებ არის საუბარი. ანგარიში საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ გააცნო.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე (1070 ჰა.) უსისტემო განვითარება და ბუნებრივი ფასეულობების დეგრადაცია დღემდე გამოწვევად რჩება.

„მიწათსარგებლობის გენგეგმით, ტერიტორიის ნაწილზე კვლევების განხორციელებამდე შეზღუდულია სამშენებლო სამუშაოები. მიმდინარეობს მუშაობა არეალის დაბალანსებული განვითარებისთვის“, – აღნიშნავენ მერიაში.

რაც შეეხება სხვა ურბანულ საკითხებს, მერიის ცნობით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხორციელებისთვის პროექტების და კვლევების სამოქმედო გეგმა შეიქმნა, ჯამში 67 პროექტით, ქალაქგეგმარების, ეკონომიკის, ლანდშაფტის და ტრანსპორტის მიმართულებით.

„გაიწერა მომდევნო ეტაპის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროგრამა და დამუშავდა შესაბამისი რუკა;

ვარკეთილის III მასივის ტერიტორიაზე (70 ჰა.) ურბანული განვითარების სამსახური ამუშავებს განაშენიანების რეგულირების გეგმას, ავარიული საცხოვრებელების ჩანაცვლების და ურბანული გარემოს გაუმჯობესების მიზნით;

მსხვილი საქალაქო პარკის მოსაწყობად შერჩეულია 4 ტერიტორია, აქედან ორზე (დიღმის ჭალები და თემქის ხევი) მუნიციპალიტეტმა უკვე დაიწყო მუშაობა;

განახლებულ გენგეგმაში საკამათო იყო ტრანსპორტის საკითხები. აზიის განვითარების ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით და ფინანსური მხარდაჭერით, დაიწყო მდგარდი ურბანული მობილობის გეგმაზე მუშაობა“, – წერია მერიის ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა