მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია მარშალ გელოვანის გამზირის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს

64785434be8c2
თამთა ჯიჯავაძე
01.06.23 12:16
13576
თბილისის მერია მარშალ გელოვანის გამზირის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამის შესახებ მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„დაგეგმილი გვაქვს მარშალ გელოვანის სრული რეაბილიტაცია, რადგან ეს გზა უმძიმეს მდგომარეობაშია. ვამუშავებთ კონკრეტულ პროექტს და უახლოეს მომავალში დავიწყებთ სამუშაოებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ცნობისთვის, საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა გაიხსნა. ოთხზოლიანი ამსვლელ-ჩამომსვლელი საავტომობილო გზა, 112-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან, პროფესიული სასწავლებლის, „იკაროსის“ მიმდებარედ გადის და მარშალ გელოვანის გამზირს უკავშირდება.

პროექტის ფარგლებში მაჭავარიანის ქუჩაზე და მარშალ გელოვანის გამზირზე, შეიცვალა მაგისტრალური წყალმომარაგების მილები და მისი ადგილმდებარეობა, მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი. ასევე, საჭირო გახდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძების ადგილმონაცვლეობა.

"მოგვიწია მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარება, რათა ეს მონაკვეთი უსაფრთხო ყოფილიყო" - კალაძე ახალ გზაზე