მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია მეტროს 40 ახალი ვაგონის შესყიდვას გეგმავს

5da57c39acffc
ანუკა ჯოხაძე
15.10.19 12:00
2688
თბილისის მერია EBRD-ის ფინანსური დახმარებით, მეტროს 40 ახალი ვაგონის შესყიდვას გეგმავს. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ჩვენ ვახორციელებთ მეტროს ვაგონების რეაბილიტაციას, თუმცა სამწუხრაოდ, დღეს ყველანაირი რესურსი ამოწურული გვაქვს - აღარ დარჩა ვაგონები, რომლის რეაბილიტაცია შესაძლებელია, ამიტომ დავიწყეთ მუშაობა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გვეხმარება.

დაახლოებით, 40 ვაგონი იქნება შეძენილი. ეს არის 4-ვაგონიანი მატარებლის 10 შემადგენლობა. ახლა, ამ წუთებში მიმდინარეობს სპეციფიკაციებზე მუშაობა, რადგან ჩვენთვის ეს სიახლეა და მათი ექსპერტების ჩართულობით ვადგენთ სატენდერო დოკუმენტაციას, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ვაგონების შესყიდვა. დაახლოებით, 60 მილიონი აშშ დოლარი ჯდება ახალი ვაგონების შესყიდვა და მთლიანად სამი წლის განმავლობაში უნდა იქნეს მოწოდებული”, - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.