08.ივლისი .2020 11:40

თბილისის მერია მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზაციის მიზნით, აუქციონს გამოაცხადებს

views 307
უკან

თბილისის მერია საინვესტიციო ვალდებულებითა და არსებული პროფილის მუდმივად შენარჩუნების პირობით, მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზაციის მიზნით, აუქციონს გამოაცხადებს.

აღნიშნული შენობების საპრივატიზაციოდ მომზადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა.

"მუნიციპალურ პოლიკლინიკებში საშინელი მდგომარეობა გვაქვს. აღნიშნული შენობები ათეულობით წლის წინ აშენდა და დღემდე, არც ნორმალური რეკონსტუქცია, რემონტი და სამედიცინო მოწყობილობების განახლება არ მომხდარა. აპარატურა ფაქტობრივად, არ არსებობს. აღნიშნული პრობლემა მოსაგვარებელია. არ არის სახარბიელო მდგომარეობა და იქ მომუშავე ადამიანებისთვისაც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს. ამ პრობლემის გადაწყვეტის ორი გზა არსებობს. ერთი - თავად მუნიციპალიტეტმა გააკეთოს ეს ყველაფერი და აიღოს ვალდებულება, თუმცა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ამ პროექტს მუნიციპალიტეტი ვერ განახორციელებს. მეორე შესაძლებლობაა ის, რომ ამ შენობების პრივატიზაცია განვახორციელოთ. მინდა, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყოს", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პრივატიზება უნდა მოხდეს ისე, რომ აღნიშნული შენობების პროფილი და თანამშრომლები მუდმივად შენარჩუნეს.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პოლიკლინიკების გასხვისება მოხდეს ისე, რომ სტატუსი და თანამშრომლები აუცილებლად იყოს შენარჩუნებული. დაიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება", - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა