მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია ნაგავმზიდი მანქანების გადაადგილების სქემას ამუშავებს

5f58b99be74a4
ანუკა ჯოხაძე
09.09.20 15:16
743
თბილისის მერია ნაგავმზიდი მანქანების გადააგილების ამუშავებს. ამის შესახებ თბილსის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და იქვე დასძინა, რომ გადაადგილების გრაფიკთან დაკავშირებით, კომუნიკაცია სადისტრიბუციო კომპანიებთანაც მიმდინარეობს.

“უკვე ვმუშაობთ სატრანსპორტო გენერალური გეგმის ჭრილში, რომელსაც კომპანია „რამბოლი“ ამუშავებს და გაზაფხულზე გვექნება ზუსტი მონაცემები მანქანების გადადგილების გრაფიკთან დაკავშირებით. სადისტრიბუციო კომპანიებთან უკვე ძალიან დიდი ხანია ამ თემაზე ვმუშაობთ; ვფიქრობთ, რომ საკითხი წლის ბოლოს უფრო აქტიურ ფაზაში შევა და ახალი გრაფიკი ქალაქში საცობების განტვირთვას შეუწყობს ხელს”, - აღნიშნა ბითაძემ და წარმატებულ მაგალითად ვაკის რაიონი მოიყვანა.

“უკვე 1 წელია, ვაკის რაიონში ნაგვის გატანა ღამის საათებში ხდება, რაც ხელს უწყობს იმას, რომ საცობები ამ კუთხით თავიდან არის აცილებული”, - აღნიშნა მან.