მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია საბავშვო ბაღების კვებისთვის 88 მილიონიან ტენდერს აცხადებს

5fbfe10f85eae
BM.GE
26.11.20 21:46
1124
თბილისის მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოაქვეყნა ორი სატენდერო განაცხადი, რომელთა საერთო ღირებულებაც 88.4 მილიონი ლარია. ამ თანხით დედაქალაქის მთავრობა მუნიციპალური საბავშვო ბაღებისთვის საკვების შეძენას გეგმავს.

გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, მიმწოდებელმა კომპანიამ თბილისის მერიას საკვები პროდუქტები 2021 წლის 11 იანვრიდან 2022 წლის 29 ივლისის ჩათვლით უნდა მიაწოდოს.

შესყიდვის მოთხოვნების თანახმად, პრეტედენტს 2017 წლის შემდგომ არანაკლებ 10 მილიონი ლარის საკვები პროდუქციის მიწოდების გამოცდილება უნდა გააჩნდეს.

“პრეტენდენტს 2017 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს საკვები პროდუქტების მიწოდების (საკვები პროდუქტების მიწოდებაში იგულისხმება, როგორც პროდუქტების ღირებულება, ასევე, მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და გადასახადი) არანაკლებ 10 000 000 (ათი მილიონი) ლარის ღირებულების გამოცდილება, მათ შორის, ნებისმიერი ერთი თვის ფარგლებში მიწოდების ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 400 000 (ოთხასიათასი) ლარს,”- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ტენდერში წინადადების მიღება 2020 წლის 2 დეკემბერს იწყება და 4 დეკემბერს სრულდება.