მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია სატრანსპორტო სისტემის მართვისთვის ახალ სტრუქტურულ ერთეულს ქმნის

5dc1b713a1a67
BM.GE
05.11.19 22:15
1054
თბილისის მერია სატრანსპორტო სისტემის მართვისთვის ახალ სტრუქტურულ ერთეულს ქმნის. როგორც დედაქალაქის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა, აღნიშნული ერთეულის შესაქმნელად საჭირო თანხები თბილისის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.

„მომდევნო წლის ბიუჯეტში ჩვენ უკვე გვაქვს საკმარისი თანხები, იმისთვის რომ ცალკე სამსახური შეიქმნას.. სატრანსპორტო საქალაქო სამსახურის შიგნით შეიქმნას დამატებითი მიმართულება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სატრანსპორტო მართვის ჭკვიანი სისტემის და სიმულაციისა და მოდელირების სისტემის ჩამოყალიბებაზე.ზუსტად რა ინსტიტუციური სახე ექნება მას, საქალაქო სამსახური საქალაქო სამსახურად დარჩება, თუ სააგენტოდ გარდაიქმნება, ამას ძალიან მალე გავიგებთ“, - განაცხადა ბითაძემ.

მისივე თქმით, მერია ტრანსპორტის მართვის ჭკვიანი სისტემის დანერგვას მერია უკვე მომდევნო წლიდან გეგმავს:

„ჩვენ ამაში გვეხმარება გერმანიის მთავრობა, გერმანიის განვითარების სააგენტოსთან ერთად, რომელიც მთლიანად იკვლევს ჩვენს ტექნიკურ შესაძლებლობებს, და მოგვცემს კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომლის მიხედვითაც ჩვენ უკვე მთლიანად განვაახლებთ ტექნოლოგიებს“.