მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს

60505dfa16a74
ინგა მურუსიძე
16.03.21 11:26
18767
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს. ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძის განცხადებით, რეფორმა ტაქსების მძღოლების ეკონომიკურ გაძლიერებას ემსახურება.

„ტაქსების რეფორმის მომდევნო ეტაპი, სავარაუდოდ, შემოდგომიდან შეიძლება ამოქმედდეს, თუმცა დროის დაზუსტება ახლა ძალიან გამიჭირდება. ამ თემაზე ჯერ კიდევ ვმუშაობთ ტაქსოკომპანიებთან და ტაქსის მძღოლებთან, რადგან გვინდა, მათთვის ხელსაყრელი და სასარგებლო მოდელი ავამოქმედოთ“, - განაცხადა ხმალაძემ "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში. 

რაც შეეხება უკვე განხორციელებულ რეფორმას, ვიცე-მერი ამბობს, რომ გადადგმული ნაბიჯებით დედაქალაქის მთავრობა კმაყოფილია.

„ძალიან კმაყოფილები ვართ. პირველი ეტაპი იყო რეგისტრაცია და აღრიცხვა. მეორე იყო ვიზუალური სტანდარტი. ორივე ეტაპით კმაყოფილი ვარ. ახლა გავაკეთებთ რეფორმის იმ ეტაპს, რომელიც ტაქსის ბაზარს ეკონომიკურად გააძლიერებს. დეტალებზე საუბარი არ მინდა“, - ამბობს ხმალაძე.