მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია ტაქსების მომსახურების ხარისხის კონტროლს გეგმავს

5da573555cdcd
დავით ჯალაღონია
15.10.19 11:20
1537
თბილისის მერია ტაქსების რეფორმის მომდევნო ეტაპზე, მათ მიერ გასაწევი მომსახურების ხარისხის კონტროლს გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„მომდევნო ეტაპზე კონტროლის მექანიზმის შექმნას ვაპირებთ, რომ ტაქსები შიგნით მოწესრიგებული იყოს და ადამიანმა, რომელიც ამ სერვისით სარგებლობს, კომფორტულად იგრძნოს თავი და ავტომობილი უსაფრთხო და გამართული იყოს“, - განაცხადა კალაძემ.

რა შეეხება ამ ეტაპზე არსებულ მდგომარეობას, კალაძე ამ ეტაპზე რეფორმას წარმატებულად აფასებს.

„ტაქსების რეფორმა ძალიან წარმატებით მიმდინარეობს. პირველი დღეების განმავლობაში გვქონდა გარკვეული პრობლემები ტაქსების რაოდენობასთან დაკავშირებით, ეს ჩანდა ქალაქში, აისახებოდა მგზავრებზე და ამ ყველაფერმა გარკვეული დისკომფორტი გამოიწვია.

პირველი დღეების განმავლობაში 2000-მდე „ა“ კატეგორიის ლიცენზიანტი გადაადგილდებოდა ქალაქში. დღეის მდგომარეობით, 9000-მდე „ა“ კატეგორიის ტაქსი მოძრაობს და ეს ციფრები ყოველდღიურად იცვლება“, - აღნიშნა მან.