მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია ტრანსპორტის ამოქმედებისთვის სრულ მზადყოფნაშია - კახა კალაძე

5ec65af70c2c0
ვიქტორია მღებრიშვილი
21.05.20 14:18
1993
გამიჭირდება ამაზე საუბარი, - ასე უპასუხა ტრანსპორტის ამოქმდების სავარაუდო თარიღის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თბილისის მერმა კახა კალაძე.

მისი თქმით, მერიაში ტრანსპორტის ამოქმედებისთვის სრული მზადყოფნა არსებობს და ელოდებიან ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებას.

„გამიჭირდება ამაზე საუბარი, ალბათ უნდა ვკითხოთ ეპიდემიოლოგებს, დარგის პეციალისტებს და როგორც კი იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს როგორც მეტროს მიმართულებით, ასევე ავტობუსების და მიკროავტობუსების მიმართულებით“, - განაცხადა კალაძემ.