12.ნოემბერი .2019 12:45

თბილისის მერია ვაჟა-ფშაველას გამზირის რეაბილიტაცია-მოდერნიზებას გეგმავს

views 2204
უკან

თბილისის მერია 2020 წელს ვაჟა-ფშაველას გამზირის რეაბილიტაცია-მოდერნიზებას გეგმავს.

ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ბითაძემ აღნიშნა, ტექნიკური დავალების მომზადება ტრანსპორტის ნაკადების მოდელის გაკეთებაზე უკვე დაწყებულია.

„მომავალ წელს ვაპირებთ ვაჟა-ფშაველას გამზირის მოდერნიზებას, თუმცა არ გვაქვს წინასწარი ინდიკაცია, რომ იქ შეიძლება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ორმხრივი გახდეს მოძრაობა. რეაბილიტაცია იგეგმება. უკვე დავიწყეთ ტექნიკური დავალების მომზადება ტრანსპორტის ნაკადების მოდელის გაკეთებაზე“, - განაცხადა ბითაძემ.

როგორც ცნობილია, ამჟამად ვაკეში - ჭავჭავაძის გამზირისა და გლდანში - ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

წყარო: IPN

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა