მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერიამ 24-მეტრიანი ავტობუსების ყიდვა გადაიფიქრა

60508f2515ff3
ინგა მურუსიძე
16.03.21 15:10
1411
თბილისის ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძის განცხადებით, უახლოეს წლებში 24-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა არ იგეგმება.

დედაქალაქის მთავრობის ამ გადაწყვეტილებაზე მან დღეს განმარტებები მედიასთან გააკეთა.

„თავიდან კვლევის ეტაპზე განიხილებოდა 18 და 24-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა, თუმცა ამ ეტაპზე სისტემა ავაწყვეთ 18-მეტრიან ავტობუსებზე. იმ შემთხვევაში თუ გაიზრდება მოცულობა და დადგება საჭიროება, რომ შემოვიყვანოთ 24-მეტრიანი ავტობუსები, არც ეს იქნება. გარკვეულ დერეფნებში ამის განხილვაც შეიძლება, მაგრამ ამ ეტაპზე, მომდევნო წლებისთვის ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა აწყობილია 6, 10, 12 და 18-მეტრიან ავტობუსებზე“, - განაცხადა ხმალაძემ.