მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერიამ საბურთალოს კორტები გამოისყიდა - ადგილზე სპორტული კომპლექსი მოეწყობა

5e4ce712c56d3
სალომე მეცხვარიშვილი
19.02.20 11:41
11015
თბილისის მერიამ საბურთალოს კორტები გამოისყიდა - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ადგილზე იგეგმება სპორტული კომპლექსის მოწყობა, 4 ჩოგბურთის კორტით და საცურაო აუზით. კახა კალაძე ამბობს, რომ ტერიტორიის ათვისებისთვის ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება. რა თანხად გამოისყიდა მერიამ ყაზახი ინვესტორისგან ტერიტორია, უცნობია.

“წინა ხელისუფლების დროს, 2009 წელს, ამას დავარქმევდი კიდევ ერთ სამარცხვინო აქტს, რომელიც ეხება საბურთალოს ქუჩასა და ბახტრიონის ქუჩის კვეთაზე არსებულ კორტებს. ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობდა ამ კორტებით, ბევრი ახალგაზრდა გაიზარდა, მათ შორის წარმატებული სპორტსმენი - მთავრობამ 2009 წელს ეს ტერიტორია გაასხვისა ყახაზურ კომპანიაზე - ამ ადგილზე უნდა აშენებულიყო კორპუსები. ინვესტორს ყველანაირი კანონის ფარგლებში ეს მიწა ჰქონდა აღებული და მოთხოვნაც ჰქონდა გაკეთებული, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე აეშენებინა საცხოვრებელი კორპუსები.

ჩვენი ჩართულობით, არ მივეცით ამის შესაძლებლობა. მოსახლეობის მხრიდან იყო დიდი უკმაყოფილება: მოთხოვნა, რომ მოგვეხერხებინა ის, რომ კორტები დაბრუნებოდა ქალაქს”,- აღნიშნა კალაძემ.

მისი თქმით, შემდეგი ნაბიჯი არის ტერიტორიის გასხვისება.

“გვინდა გამოვაცხადოთ ინტერესთა გამოხატვა, ჩავატაროთ ტენდერი. უნდა იყოს მითითებული, რომ ამ ადგილზე უნდა მოეწყოს სპორტული კომპლექსი 4 ჩოგბურთის კორტი, 1 ღია ან დახრული საცურაო აუზი და სატრენაჟორო დარბაზი.
დარწმუნებული ვარ ბევრი დაინტერესებული ადამიანი იქნება. მომავალ კვირას რომ იყოს ყველანაირი დოკუმენტაცია გამზადებული”,- აღნიშნა კალაძემ.