03.აგვისტო .2020 17:54

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი შეწყვიტა

views 2305
უკან

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტზე დროებით უარი თქვა და ხელშეკრულება კონტრაქტორ კომპანიასთან კორონავირუსის გათვალისწინებით შემცირებული ბიუჯეტის გამო ცალმხრივად შეწყვიტა. მერიის შესაბამისი გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. 

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერი 2020 წლის მაისში გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 165 170 ლარი იყო, ხოლო დაფინანსების წყარო - 2020-2021 წლების თბილისის ბიუჯეტი. წერეთლის გამზირის ნაწილის რეაბილიტაცია 2020 წლის ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსებულიყო (55%), ნაწილი კი 2021 წლის ბიუჯეტიდან ( 45%).

სახელმწიფო შესყიდვაში წინადადებების მიღება 9 მაისს დაიწყო და 14 მაისს დასრულდა, გამარჯვებულად კი კომპანია “ენ სი სი” გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა