მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერიას ზონალურ–საათობრივი პარკირების ახალი პაკეტები შემოაქვს

61c70d35999c1
დავით ჯალაღონია
25.12.21 16:20
2825
თბილისის მერია ორგანიზაციებსა და ბიზნესსექტორს ზონალურ–საათობრივი პარკირების რამდენიმე ახალ პაკეტს სთავაზობს.

როგორც ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მათ შორის შემოდის 800-ლარიანი პაკეტი, რომლის შეძენის შემთხვევაში პარკირებით სარგებლობა მთელი წელი უფასო იქნება. რაც შეეხება დღეს მოქმედ პირობებს, ხმალაძის ინფორმაციით, ის ისევ ძალაში რჩება.

"პარკირებასთან დაკავშირებით ტარიფებში ცვლილებები არ არის. ზონალურ-საათობრივი პარკირება ისევ 1 ლარია. წლიური სააბონენტო – 50 ლარი. ჩვენ სიახლის სახით შევთავაზეთ ბიზნესსექტორს, მათი მხრიდან იყო მოსაზრება, რომ თუ მაგალითად, კომპანია გადაიხდიდა სატრანსპორტო საშუალებაზე 800 ლარს, წლის განმავლობაში საათობრივი საფასური ყოფილიყო მთელი წელი უფასო. შესაბამისად, რამდენიმე პაკეტი წარმოვადგინეთ საკრებულოში. ეს არის ერთთვიანი, ერთწლიანი, ექვსთვიანი და ერთდღიანი პაკეტები, რომლითაც შეუძლიათ, რომ ისაგრებლონ მსურველებმა. ეს არ არის სავალდებულო. ყველა არსებული პირობა, ობცია და ფასები, რომელიც დღემდე მოქმედებდა, ისევ ისეა შენარჩუნებული, უბრალოდ დამატებითი ობციის სახით არის შემოტანილი წლიური, ექვსთვიანი და ერთდღიანი აბონემენტი, რომელიც შეუძლიათ, რომ შეიძინონ ორგანიზაციებმა და ბიზნესექტორმა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ამის სურვილი აქვთ. სხვა დანარჩენი პირობები ძალაში რჩება", - აღნიშნავს ხმალაძე.

აღნიშნულ ცვლილებებს თბილისის საკრებულო მომდევნო კვირას განიხილავს.