მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებია

5dcbc404a7493
თელარა გელანტია
13.11.19 12:50
2513
თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებია.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს.

„ლევან ჯღარკავა „თბილსერვისის“ უკვე ყოფილი ხელმძღვენლია. ლევანი ეფექტიანი მენეჯერი და თავისი საქმის პროფესიონალია“, - განაცხადა კალაძემ.

დღესვე მერმა „თბილსერვისის“ ახალი ხელმძღვანელიც წარადგინა. კერძოდ, ამ თანამდებობას რომეო მიქაუტაძე დაიკავებს. მიქაუტაძეს ადრე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.